საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება

05/05/2017

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) ADB-ის წლიურ ფორუმზე შეხვდა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას მასპინძლობისთვის, საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად განვითარებისთვის
საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.
იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance of MFA (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას.
აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა.
სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის – ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია „The East-West Highway Improvement Project’’.
პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 50-ე საიუბილეო ფორუმი იოკოჰამაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0