საქართველოსა და ირანს, ორ უძველეს ერს, დიდი ხნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს

10/02/2018

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ირანელ ხალხს და ირანის მთავრობას ეროვნული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ: „საქართველოსა და ირანს, ორ უძველეს ერს, დიდი ხნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს. 25 წლის წინ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ჩვენ აქტიურად ვავითარებთ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ვაფასებთ იმ მზარდ თანამშრომლობას, რომელიც, საერთო ინტერესების პატივისცემას ეფუძნება“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ირანის საელჩოში მოწვეულ სტუმრებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დადებითად შეაფასა ბოლო წლების განმავლობაში ირანსა და საქართველოს შორის ბილატერალური ურთიერთობების, ეკონომიკური თანამშრომლობის, განათლების, კულტურის, ტურიზმის და ხალხთაშორისი მიმართულებებით კავშირების გაძლიერება.

„ჩვენ ვხედავთ სქართველოსა და ირანის ბიზნეს წრეებს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის მზარდ ინტერესს, განსაკუთრებით ტურიზმის, ტრანსპორტის და ვაჭრობის მიმართულებებით. ასევე ვხედავთ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობებს შორის კავშირების გააქტიურებას და ირანელი ტურისტების რიცხვის უწყვეტ ზრდას. ეს ყოველივე უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და ჩვენ მივესალმებით ამ პოზიტიურ დინამიკას“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0