საქართველოსა და იტალიას შორის რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იტალიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელი მოეწერა:

• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე;

• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შორის პროექტის „იტალია- საქართველო – გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის“ ფარგლებში;

• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კარაბინიერების კორპუსს შორის;

• ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრ „საქართველოსა“ და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს „იტალია“ შორის;

• შეთანხმებას მეცნიერების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;

• თანამშრომლობის პროგრამას, სამეცნიერო ურთიერთანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის;

• ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და იტალიის რესპუბლიკის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;

• შეთანხმებას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების გაერთიანებას „COTEC“ შორის;

Visited 171 times, 1 visit(s) today