საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებზე Twinning-ის პროგრამა იწყება

20/06/2017

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდების ქ. ნორდვეიკში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.
ლაშა ხუციშვილმა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო და სამომხმარებლო გადასახადების დეპარტამენტის დირექტორმა, ჰარი რუდბენმა ხელი მოაწერეს პროგრამას საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (Twinning programme).
პროგრამა მიზნად ისახავს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ახალი წევრების მხარდაჭერას BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის პროცესში. კერძოდ, ტექნიკურ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითებში, როგორიც არის საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგება, დავების გადაჭრის მექანიზმი და მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0