საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს კარები ღიაა

08/06/2017

საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს კარები ღიაა, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო-ში გასაწევრიანებლად საჭიროა სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულება რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და კანონის უზენაესობის სფეროში.

„აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე უნდა იყოს 29 ქვეყნის კონსენსუსის შედეგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რუსეთს არ ექნება უფლება დაბლოკოს ეს პროცესი. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს თავისი გზა“, – განაცხადა სტოლტებნერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არავის აქვს უფლება სხვა ქვეყნის ნაცვლად გადაწყვიტოს, თუ ვის სურს ნატო-ში შესვლა“.

„უნდა აღვნიშნო, რომ არა ნატო ფართოვდება აღმოსავლეთით, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც მიისწრაფიან ნატო-სკენ. ალიანსი ძლიერ იმედს წარმოადგენს ყოფილი კომუნისტური ქვეყნებისთვის. ჩვენ მათ კარები გავუღეთ, ვინაიდან ჩვენი კარები ყოველთვის ღიაა“, – განაცხადა სტოლტებნერგმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0