“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა

05/12/2017

ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე არჩეული იქნა დელეგატები, რომლებიც 8 დეკემბერს თბილისში გამართულ ასამბლეაზე მიიღებენ მონაწილეობას. ერთერთ დელეგატად ქუთაისი მერი გიორგი ჭიღვარია იქნა არჩეული.
შეგახსენებთ “თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია” 2004 წელს დაარსდა და იგი თვითმმართველობებთან რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის დონორი ორგანიზაციების მოძიება და გრანტების მოპოვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0