საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება

09/08/2017

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სამი ახალი მოდულური პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ევროპის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა. ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში.
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თვითმფრინავებსა და ავიასიმულატორებს ახალი ტექნიკაც შეემატება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია და არის უნიკალური შესაძლებლობა მომავალმა მფრინავებმა პრაქტიკული მეცადინეობა რამდენიმე მიმართულებით გაიარონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0