საქართველოს გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, პიტერ ბლესერისა და ბიზნესექტორის წარმომადგენელთა შემადგენლობით.
დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის სამოვალო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმიც.
გერმანელმა სტუმრებმა შიდა ქართლში, ქ. გორში თევზის ფერმა (საკალმახე), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქართული სოკოს საწარმო, მუხრანში ღვინის საწარმო „შატო მუხრანი“ და მარნეულის მუნიციპალიტეტში რძის შემგროვებელი კოოპერატივი „თანადგომა“ დაათვალიერეს.

Visited 154 times, 1 visit(s) today