საქართველოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა

27/09/2017

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი ჩატარდა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში ინტენსიური ხასიათი მიიღო და რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით – დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილით აღინიშნება.
პოლიტიკური კონსულტაციებისას მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყანის ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აღინიშნა ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. ყურადღება დაეთმო რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0