საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრის „ხესედ ელიაჰუ“-ს დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

07/03/2017

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ებრაული თემისადმი განსაკუთრებული დამსახურებისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მრავალწლიანი წვლილისათვის, საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრის „ხესედ ელიაჰუ“-ს დირექტორი და თბილისის ებრაელთა სათემო სახლის ორგანიზაციების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რევაზ შათაშვილი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო რევაზ შათაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს პირადად გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0