საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

19/01/2018

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მარტინ ჰარისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის პრიორიტეტებზე, მათ შორის დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ. ბატონმა ჰარისმა ელჩს ასევე გაუზიარა საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის ბორის ჯონსონის მოსკოვში ვიზიტის დეტალები.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირველად ეწვია მოსკოვს 5 წლიანი ინტერვალის შემდეგ და მის რუს კოლეგასთან, რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კონტექსტში, განიხილა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
საუბარი ასევე შეეხო „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მორიგი რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას, რომელიც თბილისში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0