საქართველოს ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის პროგრამა ‘Travel With Me”-ის გადამღები ჯგუფი ეწვია

22/08/2017

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის ETV | ERR პოულარული სამოგზაურო პროგრამა ‘Travel With Me”-ის გადამღები ჯგუფი ეწვია. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებენ. ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტები საქართველოს შესახებ ესტონეთის ტელევიზიით 6 და 13 ოქტომბერს გადაიცემა.
პრეტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრებმა მოინახულეს თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ყვარელი და ნაფარეული. ესტონელი ჟურნალისტები გაეცნენ ქართულ კულტურას, კულინარიას და ღვინის დამზადების წესებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0