„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“. ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და ბენეფიციარებისთვის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ადმინისტრაციამ უსასყიდლოდ გამოყო. პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხშირად იმართება, მისი მიზანი კი არის საქართველოს პროკურატურის ჩართულობა ბენეფიციართა საზოგადოებრივ ინტეგრაციაში და მათთვის კულტურისა და შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება.

Visited 186 times, 1 visit(s) today