საქართველოს მასშტაბით რიგით 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი ორშაბათს, 10 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფ. ზედა საზანოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს მასშტაბით რიგით 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი ორშაბათს, 10 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირები „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებს მიმდინარე პროცესების შესახებ გაესაუბრნენ და ცენტრის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
საზოგადოებრივი ცენტრის ეზოს მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „KONSTANTA“ შეასრულებს.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.

Visited 211 times, 1 visit(s) today