საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გაიმართა

19/06/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ლუქსემბურგში მიმდინარე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ფორმატში. შეხვედრა ორგანიზებული იყო სლოვაკეთისა და ლატვიის მიერ, მას ევროკავშირის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის მხრიდან კი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ დღევანდელ შეხვედრას, რომელიც გავძლევს საშუალებას გავცვალოთ მოსაზრებები და ხედვები. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მოწინავე ქვეყანაა და მისი საკითხი ასევე დგას მინისტერიალის დღის წესრიგში. ამ შეხვედრაზე მოგვეცემა საშუალება ვიმსჯელოთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, რეფორმების დღის წესრიგზე და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ევროკავშირის სამიტის მოლოდინებზე“ – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა შეხვედრის კომენტირებისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0