საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰაინრიხ არენსს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და ეუთოს სამართლებრივი ექსპერტი ქსენია დაშუტინა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ისაუბრეს და მასთან დაკავშირებით შესაძლო დანაშაულის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მჭიდრო კომუნიკაციასა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მომავალში მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

Visited 173 times, 1 visit(s) today