საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს მის აღმატებულება გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის (გერმანიის) წარმომადგენელი ამელი კლუსმანი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის მიმდინარეობისას მისი აღმატებულება გიუნტერ ბეხლერი დაინტერესდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე რეფორმებით და უწყების შიგნით მომავალში დაგეგმილი სხვა ღონისძიებებით. მთავარმა პროკურორმა სტუმარს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.