საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიებაში, რომელიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ინიციატივით დაიგეგმა, სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასის 80-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ამავე სამმართველოს პროკურორმა ლიკა ჩადუნელმა სკოლის მოსწავლეებს პროკურატურის სისტემა და პროკურორის საქმიანობა გააცნეს. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პროკურორის როლისა და ფუნქციების შესახებ. საქართველოს პროკურატურა მუდმივად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან“ და აქტიურად ერთვება ყველა იმ პროექტში, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

Visited 193 times, 1 visit(s) today