საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იყოს.

„ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუსტიციის მინისტრთან და განვიხილეთ ამ სარჩელის საკითხები. ვფიქრობთ, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული და დანარჩენი, არის უკვე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოზე. ჩვენ ველოდებით, ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 239 times, 1 visit(s) today