საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას

03/08/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სოფელ არცევში, ხნულების გავლების ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„რაც შეეხება ხნულებს და ბორდერიზაციას, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე მრავალი წელია. მისი მიზანია იყოს დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გავაგრძელებთ მშვიდობიანი გზით ამ ძალიან რთულ პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენი პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებაზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0