საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას მოეწერა ხელი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას მოეწერა ხელი.
რეგულაციას ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია დაესწრო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
აღსანიშნავია, რომ რეგულაცია უკვე რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

Visited 221 times, 1 visit(s) today