საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების განიხილა გაიმართა

02/02/2018

საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს სასტუმრო „რუმსში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ესწრებოდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო დარგისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ქვეყნის სივრცითი განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე იმსჯელეს, ასევე მოისმინეს პრეზენტაცია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გვენცაძემ წარმოადგინა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა სივრცითი მიმართულებით სწორად განვითარდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0