საქართველოს ნაკრებმა ლვოვში 8 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

21/06/2017

ლვოვში გაიმართა უკრაინის დამსახურებული მწვრთნელის ოლეგ საზანოვის ხსოვნის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში სადაც საქართველოს ნაკრებმა 8 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი კვინიკაძის გუნდიდან ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (46), დიმიტრი სალდაძე (50), ვლადიმერ გამყრელიძე (54), თორნიკე ქათამაძე (58), ბაგრატ გაგნიძე (69), ლაშა ბაირამოვი (76), დავით ქოჩქიანი (85) და ჭაბუკი გამყრელიძე (100) გახდნენ.
მეორე საპრიზო ადგილები გიორგი გეგელაშვილმა (50) და ნუგზარ სხირელმა (69) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი ავთანდილ გოდელაშვილი (58), გიორგი ელბაქიძე (69) და თამაზი შავაძე (50) დაეუფლნენ. ტურნირში მონაწილეობას პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ესტონეთის, ბელარუსიის, უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები იღებნდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0