საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ეწვევა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 9 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს ეწვევა.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ეწვევა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.
შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ისრაელის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა. შეხვდრაზე ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს.

Visited 148 times, 1 visit(s) today