საქართველოს პარლამენტის წევრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი

07/06/2017

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილს ახსენებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, განსხვავებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისგან, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია.
„მე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი – არ არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. სამწუხაროდ, ეს არ იციან უშიშროების საბჭოში და ამასთან დაკავშირებით, შენიშვნის მიცემა დაგვჭირდა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი“ წარადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0