საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომებზე დეპუტატთა დასწრების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„არცერთ შემთხვევაში არ ჩატარდება კენჭისყრა ისეთ დროს, როდესაც 76 დეპუტატი ფიზიკურად არ ესწრება საქართველოს პარლამენტის სხდომას. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატთა დასწრების მაჩვენებელზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის არცერთ წევრს არ ჩაეთვლება დასწრება, თუ ის რეგისტრაციისას სხდომათა დარბაზში ფიზიკურად არ იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მკაცრი და პრინციპული პოზიცია.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ არ არის სახარბიელო დასწრების მაჩვენებელი. არც ერთ შემთხვევაში არ ჩატარდება კენჭისყრა ისეთ დროს, როდესაც 76 დეპუტატი ფიზიკურად არ ესწრება საქართველოს პარლამენტის სხდომას. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია. მეორე – არცერთ დეპუტატს არ ჩაეთვლება დასწრება, თუ ის ფიზიკურად არ იმყოფება პარლამენტის სხდომათა დარბაზში რეგისტრაციის მომენტში. ეს არის ძალიან მკაცრი და პრინციპული პოზიცია, რომელსაც აუცილებლად დავიცავთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 99 times, 1 visit(s) today