საქართველოს პარლამენტის დელეგაცია კარლ გერშმანს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმღვანელობით, საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა.
ქართულმა მხარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საკონსტიტუციო რეფორმა, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობა გააცნო.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის საგარეო კურსზე, ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.
საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

Visited 116 times, 1 visit(s) today