საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს

20/09/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მექსიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო, მექსიკელ ხალხს უსამძიმრებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
„მინდა გამოვეხმაურო მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ მექსიკელ ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0