საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმოამდგენლებს გადაეცათ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ყოველწლიური ალილოს მსვლელობა პანდემიის გამო წელს ვერ გაიმართა, თუმცა, ნობათის შეგროვება საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სხვა ფორმატით შეძლეს. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კვინიკაძემ და აპარატის თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე საახალწლო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. საპატრირქო შეგროვებულ ნობათს ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს.

Visited 72 times, 1 visit(s) today