საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეფექტური და მტკიცე რეაგირებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ერი დგას მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით. იგორ დოლჰოვმა პარლამენტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Visited 52 times, 1 visit(s) today