საქართველოს პარლამენტის წევრები უკრაინის და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორმატებში საუბრობენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად.

„მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ფორმატში მსჯელობა შეეხებოდა უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 73 times, 1 visit(s) today