საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებათა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც ითვალისწინებს ცალკეული სახეობის ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში დაზუსტდა არაერთი ნორმა, რომელიც ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტის, ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. გარდა ამისა, მისი თქმით, მიღებული ცვლილების ნაწილი მომზადდა ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი კონსულტაციების შედეგად ბიზნეს-სექტორთან.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ასევე ეხება გადასახადის გადამხდელთა ფართო სპექტრს და მიმართულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ.

Visited 122 times, 1 visit(s) today