საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

26/09/2017

„ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო. 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.
ირაკლი კობახიძემ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა კოლეგებს – საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაუხადა.
„კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. პარლამენტის წევრებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0