საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ევროპის მშვიდობის ინსტიტუტის (EIP) წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი ევროპის მშვიდობის ინსტიტუტის (EIP) პროგრამების დირექტორს მონიკ ვან ესს და უფროს მრჩეველს გიორგი ვაშაკიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხები და „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის ინსტიტუციონალურ დონეზე იმპლემენტაცია.
საუბარი შეეხო ასევე, საქართველოში არსებულ გამოწვევებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებსა და მათ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ევროპის მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დახმარების შესაძლებლობები და ის გზები განიხილეს თუ როგორ შეიძლება უფრო უკეთ განხორციელდეს ეროვნული უმცირესობებისა და ეფექტიანი მმართველობის პრინციპების დაცვა ინტეგრაციის პროცესში.

Visited 118 times, 1 visit(s) today