საქართველოს პრეზიდენტი გორში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

25/02/2018

გიორგი მარგველაშვილმა, თელავის შემდეგ, მეორე შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გორში გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რომელიც მათ საქმიანობისას უჩნდებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელია და მას ხელშეწყობა სჭირდება. მისი განცხადებით, აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ყველა იმ პრობლემის გაანალიზება, რომელიც ბიზნესმენების წინაშე დგას.
მეწარმეების განცხადებით, მათი უმთავრესი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, “ძვირი ფული”, აგროდაზღვევის გაფართოება და დახვეწაა. გიორგი მარგველაშვილი მეწარმეებთან შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0