საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაში 94-ე მუხლის არსებობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

19/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act“ წარმომადგენლებს სალომე ადამიას, მარიამ გაჩეჩილაძეს და ვახტანგ სიფრაშვილს შეხვდა.
25 ორგანიზაციის მიერ შექმნილი კამპნია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისგან კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ითხოვს.
ანა დოლიძემ კამპანიის წარმომადგენლებს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.
,,საქართველოს პრეზიდენტი იზიარებს ამ კამპანიის სულისკვეთებას, რადგან მიაჩნია, რომ მთავრობის და სახელისუფლო გუნდის, მისი წევრების გადასაწყვეტია გადასახადების აწევა, დაწევა, საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება.
სწორედ აქედან გამომდინარე, ხდება ამა თუ იმ გუნდის არჩევა და ჩამოყალიბება. შესაბამისად, გადასახადები შეიძლება ხშირად იცვლებოდეს ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე. არ არის მიზანშეწონილი, რომ ეს მუხლი იყოს საქართველოს კონსტიტუციის ნაწილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0