საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად, შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან ჟურნალისტების, საზოგადოების წინაშე თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ხელს ვერ შეუწყობს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას.

„მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და შესაბამისად ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას და ეს არის სამწუხარო, თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 98 times, 1 visit(s) today