საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ბოლო ოფიციალური ვიზიტი შედგა იტალიაში.
“ეს ვიზიტი უაღრესად აქტუალურია, თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისათვის – ეს არის ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მომავალი ბრიუსელის სამიტისა და შემდგომში ნატო-ს სამიტის ფონზე”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრებზე განიხილება ასევე, საქართველოს როლი ზოგადად ევროპის კეთილდღეობაში, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლისათვის TAP-ის პროექტის დასრულება იგეგმება, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.

Visited 116 times, 1 visit(s) today