საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

26/10/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ყურაშვილი დანიშნა, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია.
დღეს სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა. ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს ის ხედვები წარუდგინეს, რა მიმართულებებითაც აპირებენ საქმიანობის დაწყებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0