საქართველოს პრეზიდენტმა 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაკარგული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთიდან გადმოსვენებული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას პატივი მიაგო, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც დაესწრო. მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

Visited 161 times, 1 visit(s) today