საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი გამოფენა დაათვალიერა

09/02/2018

საბერძნეთის ეროვნულ უნივერსიტეტში დღეს ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველი ორი გამოფენა გაიხსნა.
საქართველოს პრეზიდენტმა და ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენებზე წარმოდგენილი საარქივო მასალა და წიგნები, უნივერსიტეტში გამართული საჯარო ლექციის შემდეგ, დაათვალიერეს.
დოკუმენტური გამოფენა სახელწოდებით „ბერძნულ-ქართული ურთიერთობების 100 წელი“ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობებს ასახავს.
გამოფენაზე წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პერიოდში, 1918-1921 წლებში, საქართველოსა და საბერძნეთს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდათ. გამოფენის აღნიშნული ექსპონატები, ისტორიულ – დოკუმენტური მასალა, საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნის.
საგამოფენო წიგნებს კი, თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, ბოლო 25 წლის მანძილზე, გამოცემული ბერძნულ თემატიკაზე შექმნილ კვლევითი და მთარგმნელობითი ხასიათის ნაშრომები, კვლევები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სახელმძღვანელოები წარმოადგენდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0