საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში უნგრეთის ელჩთან შანდორ საბოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

22/06/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს-უნგრეთის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0