საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 157 მსჯავრდებული შეიწყალა

01/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.
შეწყალების საკითხთა კომისიის ზემოაღნიშნულ პერიოდში მუშაობის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.
93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.
შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონ მსჯავრდებულს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0