საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო

16/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთო ეროვნული ლიდერის და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0