საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე პირებს უმასპინძლეს

20/03/2017

დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადმინისტრაციის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინეს.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სამუშაო კაბინეტში თავად უმასპინძლა და მათი უფლებების შესახებ ესაუბრა.
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0