საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა

12/12/2017

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ვიქტორ დოლიძე დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ჟენევაში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ვიქტორ დოლიძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვიქტორ დოლიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0