საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი პროექტის მონაწილე ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. პროექტს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს და ერთთვიანი კურსის მიზანია ფერეიდნელ ქართველებს შეასწავლონ ქართული ენა და ხალხური სიმღერა, გააცნონ საქართველო და დააახლოვონ სამშობლოს.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტის მონაწილეებს თანატოლებთან მჭიდრო კონტაქტების გაბმა და საქართველოს კულტურისა და ყოფის უკეთ შესწავლაში წარმატებები უსურვა.
ფერეიდნელმა ქართველებმა საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი – ხელნაკეთი სპილენძის მოხატული თეფში გადასცეს.

Visited 211 times, 1 visit(s) today