საქართველოს პრეზიდენტს ათი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები ათი ქვეყნის: პანამის, მალის, კუბის, ბურუნდის, გვატემალას, ჩილეს რესპუბლიკების, ასევე დანიის სამეფოს, ახალი ზელანდიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ავსტრალიის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Visited 145 times, 1 visit(s) today