საქართველოს პრეზიდენტს იაპონიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი მარგველაშვილს საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა იაპონელ დიპლომატთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს; ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას.
თავის მხრივ, ტადაჰარუ უეჰარამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ იაპონიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Visited 168 times, 1 visit(s) today