საქართველოს პრეზიდენტს რვა ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

24/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები რვა ქვეყნის: ალბანეთის, პაკისტანის, პორტუგალიის, ქუვეითის, მალტას, არგენტინის, ინდონეზიის, მონღოლეთის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არაფორმალურ გარემოში დიპლომატებთან- გენტი გაზელთან, საიდ ხანი მოჰმანდთან, პაულა ლეალ დე სილვასთან, ნავაფ აბდულაზიზ ალენეზთან, ნატაშა მელი დაუდეისთან, ჯულიან ლუის თეტამანტისთან, იუდი კრისნანდისტისთან, ლუვსან ბატულგასთან, ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0